გამოცემა Bloomberg უცხოელებისთვის საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქებს ასახელებს.
Bloomberg-ის გამოკვლევაში მონაწილეობა 173 ეროვნების 15 000-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო. მათ უნდა დაესახელებინათ უცხო ქვეყნის ის ქალაქები, სადაც მიგრანტებისთვის ყველაზე კარგი სამუშაო პირობებია, ფასები და ბინის ქირა კი შედარებით ხელმისაწვდომი.
აღსანიშნავია, რომ წლევანდელ გამოკითხვაში ისეთი პოპულარული ქალაქები, როგორებიცაა ლონდონი, ნიუ-იორკი, ჰონგ-კონგი, ტოკიო, პარიზი და რომი ათეულს მიღმა აღმოჩნდნენ.
გამოცემის მიხედვით, ამის მიზეზი, დიდი ქალაქების ზედმეტად გადატვირთვაა, სადაც ცხოვრება საკმაოდ რთულია, საცხოვრებლის გადასახადი კი იმდენად გაიზარდა, რომ უცხოელები მათ უპირატესობას აღარ ანიჭებენ.
კვლევაში პირველი ადგილი ესპანეთის ქალაქმა ვალენსიამ დაიკავა. გამოკითხულებმა მას უპირატესობა ბინის ქირის სიიაფის, ჯანდაცვის ხელმისაწვდომობისა და კარგი კლიმატური პირობების გამო მიანიჭეს.
ათეულში ასევე მოხვდა ესპანეთის კიდევ 3 ქალაქი - მადრიდი, ალიკანტე და მალაგა.
Bloomberg-ის მიერ უცხოელებისთვის საცხოვრებლად საუკეთესო ქალაქების Top-ათეული ასე გამოიყურება:
რეიტინგში რომმა 65-ე ადგილი დაიკავა, ჰონგ-კონგმა 59, ლონდონმა 51-ე, ნიუ-იორკმა 34-ე, პარიზმა კი- 61-ე.