მთავრობა დამატებითი საწოლფონდის მობილიზებისთვის რესპუბლიკური საავადმყოფოს ნაწილს არემონტებს

მთავრობა დამატებითი საწოლფონდის მობილიზებისთვის რესპუბლიკური საავადმყოფოს ნაწილს არემონტებს.

დადგენილების მიხედვით, შენობის ნაწილის რეაბილიტაციაზე 4 მლნ ლარი დაიხარჯება.

დადგენილებაში აღნიშნულია, რომ ახალი კორონავირუსით საეჭვო და/ან დადასტურებულ შემთხვევებზე რეაგირებისა და კონტროლის ღონისძიებების ფარგლებში, დამატებითი საწოლფონდის მობილიზების მიზნით, რეაბილიტაცია ჩატარდება შპს „აკადემიკოს ნიკოლოზ ყიფშიძის სახელობის ცენტრალური საუნივერსიტეტო კლინიკის“ (რესპუბლიკური საავადმყოფო) მე-4, მე-5, მე-6 და მე-7 სართულების 2-2 ფლიგელის.