ქართველი ბიზნესმენი, ვახტანგ ფხაკაძე გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას, ვახტანგ ფხაკაძის ახლობლები და მეგობრები სოციალურ ქსელში ავრცელებენ.
მათივე ინფორმაციით, ვახტანგ ფხაკაძეს კორონავირუსი ჰქონდა.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ერთ-ერთი წარმატებული ქართველი ბიზნესმენის, საქართველოში „ლუტეცია ჯგუფის“ დამფუძნებელისა და პრეზიდენტის, ღირსეული პიროვნების, ერთგული მეგობრისა და ყველა გაჭირვებული ადამიანის გვერდით მდგომის, სიკეთით სავსე ადამიანის, ვახტანგ ფხაკაძის გარდაცვალების გამო. ვახტანგი იყო მეუფე იაკობის კურსელი და დიდი ხნის მეგობარი. ვუთანაგრძნობთ ვახტანგის ოჯახს, ახლობლებს, მეგობრებს. ღმერთმა გაანათლოს მისი სული და დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი“,- ნათქვამია ბოდბელი მთავარეპისკოპოსის მეუფე იაკობის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
„ინტერპრესნიუსი“ „ლუტეციას“ დაუკავშირდა, როგორც საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განაცხადეს, დეტალებზე ამ დროისთვის ვერ ისაუბრებენ.