ლილოს დასახლებაში სასაწყობე ფართის ნაწილში ხანძარია

ლილოს დასახლებაში სასაწყობე ფართის ნაწილში ხანძარია.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განაცხადეს, ადგილზე 9 ეკიპაჟია მობილიზებული და ხანძრის ლოკალიზაციის სამუშაოები მიმდინარეობს.

უწყების ინფორმაციით, ჭირნახულის ქუჩა #9-ში ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.