ავტომობილის გაყვანა ნებისმიერი ცენტრიდან ერთ საათში - ყველაფერი, რაც ავტოლიზინგის ახალ პირობებზე უნდა იცოდეთ

როგორ შევიძინო მანქანა - ავტოლიზინგით, სამომხმარებლო სესხით თუ განვადებით? - ალბათ, ეს კითხვა უჩნდება ყველას, ვისაც ავტოსესხით სარგებლობა სურს.

აღნიშნულ სერვისზე მოთხოვნის ზრდასთან ერთად, ლიზინგის პირობები კიდევ უფრო დაიხვეწა და შეძენის პირობები მომხმარებელზე მეტად ორიენტირებული გახდა. მიზეზი, რის გამოც ავტომობილის შეძენის მსურველთა უმეტესობა უკვე ლიზინგზე აკეთებს არჩევანს, დაფინანსების პროცესის სიმარტივე და მოქნილობაა.

უფრო კონკრეტულად, „თიბისი ლიზინგის“ ავტოლიზინგით სარგებლობისას

· არ არის საჭირო ზედმეტი დოკუმენტაციის წარმოდგენა;

· არ არის სავალდებულო „თიბისი ლიზინგის“ილიალში ვიზიტი;

· ძვირადღირებული ავტომობილის შეძენა დამატებითი უზრუნველყოფის გარეშე, მინიმალური თანამონაწილეობით არის შესაძლებელი;

· „თიბისი ლიზინგი“ ძველი ავტომობილის გაყიდვის პროცედურებს თავიდან აგაცილებთ და თავად შეისყიდით მას, თქვენ კი ახალ მანქანას სწრაფად და მარტივად გაიყვანთ ნებისმიერი ავტოცენტრიდან.

„თიბისი ლიზინგის“ სიმარტივე მდგომარეობს იმაში, რომ სერვისით დისტანციურად, ონლაინ ვსარგებლობთ და დასტურის მიღებიდან 1 საათში გაგვყავს ავტომობილი შესაბამისი ცენტრიდან.

რაც შეეხება პირობებს, ის იურიდიული და ფიზიკური პირებისთვის ერთნაირია. მხოლოდ საბოლოო შეთავაზებაა დამოკიდებული რამდენიმე ფაქტორზე, როგორიცაა მაგალითად ლიზინგის ვადიანობა (3-დან 60 თვემდე), თანამონაწილეობის ოდენობა (მინიმუმ 10%) და ასევე ლიზინგის მიმღების საკრედიტო ისტორია.

ის, რაც ლიზინგით სარგებლობას კიდევ უფრო მოქნილს ხდის, თანამონაწილეობის გამარტივებაა. კლიენტს შეუძლია, ძველი ავტომობილი სალიზინგო კომპანიას ანამონაწილეობის გასათვალისწინებლად ჩააბაროს, ახალი ავტომობილის გაყვანის საკითხი კი დარჩენილ ღირებულებაზე განიხილება.

როგორ ვისარგებლოთ ლიზინგის კიდევ უფრო შეღავათიანი პირობებით წინასაახალწლოდ?

„თიბისი ლიზინგის“ წინასაახალწლო შეთავაზება ავტომობილის გაყვანას საქართველოში არსებული ნებისმიერი ავტო ცენტრიდან კიდევ უფრო ამარტივებს: თუ შევიტანთ ავტომობილის ღირებულების 15%-ს, მაშინ აღარ მოგვიწევს შემოსავლების დადასტურება (რა თქმა უნდა, დადებითი საკრედიტო ისტორიის ქონის შემთხვევაში). შესაბამისად, შეგვიძლოა, ახალ წელს საკუთარ თავს განსაკუთრებული საჩუქარი გავუკეთოთ და სასურველი ავტომობილის მართვა ლიზინგის დამტკიცების დღეს დავიწყოთ.

რა უნდა ვიცოდეთ ავტოლიზინგის შესახებ?

ავტოლიზინგით სარგებლობისას სალიზინგო კომპანია სესხად ავტომობილის ღირებულების 100%-ს არ გასცემს, არამედ, კლიენტს 70-დან 90%-მდე მოცულობის თანხით აფინანსებს.

მიზეზი, რის გამოც ლიზინგი უფრო მოსახერხებელია, ვიდრე სესხი არის ის, რომ ამ დროს არ გვიწევს უძრავი ქონებით უზრუნველყოფა, იქნება ეს ბინა თუ აგარაკი. ლიზინგით სარგებლობისას თავად ავტომობილით ხდება მისი უზრუნველყოფა, შესაბამისად, აღნიშნული სერვისი უფრო მოქნილი, მარტივი და მომხმარებლისთვის ხელსაყრელია.

auuu-1607321004.jpg

ავტოლიზინგის კიდევ ერთი უპირატესობა არის ის, რომ შეძენილი ავტომობილის დაზღვევა თავად აღარ გვიწევს - „თიბისი ლიზინგი“ მას თავად აზღვევს და დამატებითი ხარჯების გაწევას თავიდან გვარიდებს.

დაზღვევის ხარჯის გაწევა კი თავად გვიწევს იმ შემთხვევაში, თუ არჩევანს ავტომობილის სესხით შეძენაზე გავაკეთებთ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ასეთ შემთხვევაში შეიძლება, უძრავი ქონებით უზრუნველყოფაც დაგვჭირდეს.

ლიზინგი ძველის ახლით შეცვლის პროცესს კიდევ უფრო ამარტივებს, გვაძლევს საშუალებას, ჩვენზე მორგებული პირობებით და ნაკლები დანახარჯებით მივიღოთ სასურველი და შევიქმნათ კომფორტი.