იმ პერიოდში, როცა დედაქალაქის ურბანული განვითარება აქტიურად დაიწყო და ფაქტობრივად, მშენებლობის ბუმი იყო, ბინის შეძენისას ნაკლებ ყურადღებას ვაქცევდით გამწვანებას, სკვერებსა და ბაღებს. მთავარი იყო, მანქანის გასაჩერებელი ადგილი გვქონდა და ცენტრალურ უბანში ან მასთან ახლოს გვეცხოვრა.
როცა მშენებლობის ბუმი ჩაწყნარდა და ურბანიზაციამ შედარებით სტაბილური სახე მიიღო, აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენს შვილებს საცხოვრებელ კორპუსთან სათამაშო სივრცე არ აქვთ, არ შეგვიძლია, თავისუფალ დროს ხეების ჩრდილში დავსხდეთ და მზეს მივეფიცხოთ ან იშვიათად, მაგრამ როცა თბილისში მოთოვს, ბავშვები გაერთონ... აღმოვაჩინეთ, რომ თუ ფარდა სათანადოდ არ ჩამოვაფარეთ, მეზობელი საცხოვრებელი კორპუსიდან ჩვენს ფანჯარაში ყველაფერი ჩანს, არ გვაქვს ხედი და აღარც საშუალება, რომ რამე შევცვალოთ.
მას შემდეგ, რაც ეს ყველაფერი აღმოვაჩინეთ, ბინის შეძენისას პრიორიტეტად იქცა არა დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებზე, არამედ პარკთან ახლოს, სუფთა ჰაერზე და ხმაურისგან დაცულ ადგილზე ცხოვრება. შესაბამისად, თუ ადრე გარეუბანში ბინას მხოლოდ ფასის გამო თუ შევიძენდით, დღეს შეიძლება ეს გადაწყვეტილება გამწვანებამ და გამონაბოლქვის სიმცირემაც მიგვაღებინოს.
ცხადია, დეველოპერებმა ჩვენი ეს მოთხოვნა დაინახეს. თბილისის მერიამაც საცხოვრებელ არეალში ეზოსა და გამწვანებასთან დაკავშირებით შესაბამისი გადაწყვეტილებები მიიღო და დღეს ახალი რეალობა გვაქვს: ყველას გვსურს ვიცხოვროთ იქ, სადაც მეტი ხე და სუფთა ჰაერია, თუნდაც სახლიდან სამსახურამდე 45 წუთი გვჭირდებოდეს.
თუ თავდაპირველად გარეუბანში გადასვლის შემდეგ, მშობლებს ბავშვებისთვის ახალი ბაღის ან სკოლის შერჩევა უწევდათ ან მაინც ამჯობინებდნენ, ბავშვები შორ მანძილზე ეტარებინათ, დღეს აღნიშნული პრობლემაც გადაიჭრა. ბოლო წლებია, მაღალბიუჯეტიანი და გამოცდილი დეველოპერული კომპანიები ცალკეული საცხოვრებელი კორპუსების ნაცვლად, კომპლექსებს ავითარებენ, რომელიც სკვერებს, სათამაშო მოედნებს, გამწვანებას, ბაღს, სკოლას, აფთიაქს, სუპერმარკეტს, რიგ შემთხვევებში აუზს, სავარჯიშო დარბაზს და სილამაზის სალონსაც კი მოიცავს.
კომპლექსებში გათვალისწინებულია უსაფრთხოების საკითხიც, ამიტომ მშობელი აღარ ნერვიულობს, როცა დაწყებითი კლასების მოსწავლეს სკოლამდე 100-200 მეტრში მარტოს ან თანაკლასელ მეზობლებთან ერთად გაუშვებს.
ამგვარი კომპლექსები ძირითადად გარეუბნებში გვხვდება, რადგან ეს ტერიტორიები ინტენსიური განაშენიანების პერიოდს შედარებით „გადაურჩა“. ერთ-ერთი ასეთი საცხოვრებელი კომპლექსია „სეუ დეველოპმენტი“ -ს პროექტი ვარკეთილში - “სეუ ვარკეთილი”, რომელიც 3.5 ჰექტარ ფართობზეა განთავსებული და მოიცავს ყველაფერს, რაც კი შეიძლება რეზიდენტს სრულფასოვანი ცხოვრებისთვის დასჭირდეს.
პროექტი ერთ წელიწადში დასრულდება, მობინადრეების განკარგულებაში იქნება როგორც მაღალი ხარისხის, ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალებით, თბოიზოლაციის გათვალისწინებით აშენებული საცხოვრებელი ბლოკები, ისე:
· 2 ჰექტრამდე სარეკრეაციო სივრცე;
· დაცული შიდა ეზო;
· სკოლა და ბაღი;
· ფიტნეს დარბაზი;
· მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომები;
· ბავშვთა გასართობი სივრცეები;
· კომერციული და საოფისე ფართები;
· სპორტული და საბავშვო მოედნები;
· ტენისის კორტები;
· ლობი, რომელიც თითოეული კორპუსის შესასვლელში მოეწყობა;
· ცენტრალური სახანძრო სისტემა, რომლითაც საცხოვრებელი კორპუსებია აღჭურვილი;
· ოპტიმალურად დაგეგმარებული ბინები, რომელიც მყუდრო საცხოვრებელ გარემოს ქმნის.
ამრიგად, საცხოვრებელი კომპლექსი არის იდეალური გამოძახილი იმისა, რაც დღეს ბინის შეძენისას შეიძლება გვსურდეს. ამასთან, „სეუ ვარკეთილი“ მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“ 15 წუთის სავალზეა.
2021 წლის ბოლოდან ბინების მესაკუთრეები უკვე შეძლებენ, ოჯახთან ერთად 21 საუკუნის უახლესი ტენდენციებით დაგეგმარებულ საცხოვრებელ კომპლექსში გადავიდნენ საცხოვრებლად.
„სეუ დეველოპმენტმა“ უკრაინაში გამართულ აღმოსავლეთ ევროპის უძრავი ქონების ფორუმსა და დაჯილდოებაზე - Eastern Europe Real Estate Awards, „სეუ ვარკეთილის“ განხორციელებისთვის გამარჯვებაც მოიპოვა. წლის საუკეთესო პროექტად, რომელიც უსწრებს დროს, „სეუ ვარკეთილი“ დასახელდა.
ფორუმზე კომპლექსი თბილისის ურბანული განვითარების საუკეთესო მაგალითად მიიჩნიეს, რადგან ის ადამიანის ცხოვრების მაღალი ხარისხისთვის განკუთვნილ ყველა საჭირო კრიტერიუმს აკმაყოფილებდა.
კვლევებით დადასტურებულია, რომ ბუნების ხედების დათვალიერება ან უბრალოდ, ბუნებაში გასეირნება ადამიანის განწყობაზე პოზიტიურად მოქმედებს - ამცირებს გაღიზიანებას, სტრესს, წუხილს, ხელს უწყობს სისხლის წნევის დარეგულირებას, გულის ფუნქციონირებას და სხვა. ადამიანები, ვინც მწვანე, ეკოლოგიურად სუფთა გარემოში ცხოვრობენ, ამას საკუთარ თავზე ყოველდღიურად გრძნობენ. ისინი თან ძალიან დაკავებული, დიდი, ხმაურიანი ქალაქის ნაწილები არიან და თან მშვიდ, ჟანგბადით გაჯერებულ და დაცულ ადგილზე ცხოვრობენ.