საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 36 პაციენტი გარდაიცვალა

„სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 36 ახალი შემთხვევა“,-ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისივე თქმით, ქვეყანაში კორონავირუსით სულ 1540 ადამიანი გარდაიცვალა.

„სამწუხაროდ, უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 36 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 540 გარდაცვალების შემთხვევა“,-განაცხადა სიჭინავამ.

ამასთან, დღეს კორონავირუსით ინფიცირების 2 501 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 988 პაციენტი.