ლილოს დასახლებაში, სასაწყობე ფართის ნაწილში ხანძარი ლოკალიზებულია

ლილოს დასახლებაში, სასაწყობე ფართის ნაწილში ხანძარი ლოკალიზებულია. როგორც ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა, ოთარ კერესელიძემ განუცხადა, ხანძრის შედეგად 1000 კვ.მ. დაიწვა.

მისივე თქმით, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. რაც შეეხება შემთხვევის გამომწვევ მიზეზებს, როგორც კერესელიძე ამბობს, ჯერჯერობით დადგენილი არაა და ადგილზე შესაბამისი სამსახურები მუშაობენ.

„იყო გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად, გადარჩა ფართის ძალიან დიდი ნაწილი. საერთო ჯამში დამწვარია დაახლოებით 1000 კვ.მ. ფართობის ტერიტორია, სადაც ინახებოდა პლასტმასები, ადვილად აალებადი ნივთები, საღებავები. ამ დროისთვის ხანძარი არის ლოკალიზებული“, - განაცხადა ოთარ კერესელიძემ