ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში 445 თავისუფალი საწოლია.
როგორს ტიკარაძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა, შაბათ-კვირას ტესტირების კუთხით აქტივობა დაბალია, თუმცა ასევე ნაკლები, 25% არის ინფიცირებულთა გამოვლენის მაჩვენებელი.
„დღეის მდგომარეობით ჩატარდა 10 ათასამდე ტესტი. გამოვლენილი იქნა 2501 დადასტურებული შემთხვევა. იცით, რომ შაბათ-კვირას საკმაოდ დაბალი აქტივობაა, რაც ტესტირების კომპონენტში აისახება, თუმცა ასევე მნიშნელოვანია, რომ გამოვლენა საკმაოდ დაბალია. გამოვლენის მაჩვენებელი დღეს გვაქვს 25%, როდესაც 37%-ს აღემატებოდა. დღეს გვყავს 3988 გამოჯანმრთელებული, რაც ასევე მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, ვინაიდან საქართველოში 83% არის გამოჯანმრთელების მაჩვენებელი, რაც ეპიდემიოლოგიური კუთხით საკმაოდ კარგი მაჩვენებელია.
6595 დადასტურებული შემთხვევევაა, ვინც სტაციონარში მკურნალობს, 1286 ადამიანია ჟანგბადდამოკიდებული, 392 ადამიანია რეანიმაციულ განყოფილებაში. გვაქვს 445 თავისუფალი ადგილი“, - განაცხადა ტიკარაძემ.