„თიბისი კაპიტალის“ მიერ გამოქვეყნებული დოკუმენტის მიხედვით, 2020 წლის ნოემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით იპოთეკური სესხები 27%-ით შემცირდა.
იპოთეკური სესხების შემცირება რამდენიმე მიზეზმა განაპირობა, მათ შორისაა, ლარის გაცვლითი კურსის მერყეობა და კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევების ზრდა.
ასევე აღსანიშნავია, რომ 6 ივლისიდან გაცემულ იპოთეკურ სესხებში სუბსიდირების პროგრამის ბენეფიციართა წილი კვლავ უცვლელია და ის 34.3%-ს შეადგენს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობა 2020 წლის ივნისიდან აღებული იპოთეკური სესხის პროცენტს ასუბსიდირებს. აღნიშნული პროგრამის ფარგლებში მთავრობა იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთის 4%-ს ფარავს. პროგრამის ჯამური ბიუჯეტი 70 მილიონი ლარია.
ავტორი: ნოდარ სირბილაძე