1-ელი აგვისტოდან 6 დეკემბრამდე პერიოდში, 6 207 ტონა ვაშლის ექსპორტი განხორციელდა

2020 წლის 1-ელი აგვისტოდან 6 დეკემბრამდე პერიოდში განხორციელდა 6 207 ტონა ვაშლის ექსპორტი, რომლის ღირებულებამ 2.7 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ვაშლის ექსპორტის მოცულობა 14-ჯერ აღემატება 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში განხორციელებული ექსპორტის მოცულობის მაჩვენებელს, ხოლო ექსპორტის ღირებულება 2.4 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, მიმდინარე წელს წარმოებული ვაშლის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში, კერძოდ 5 945 ტონა. რუსეთის ფედერაციის გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე ყაზახეთში, სომხეთში, სინგაპურსა და ჰონკონგში.