გაერო 2021 წელს უდიდეს ჰუმანიტარულ კრიზისს პროგნოზირებს

მომავალ წელს მსოფლიო შესაძლოა, უდიდესი ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე აღმოჩნდეს. ამის შესახებ გაეროსთან არსებული მსოფლიო სავაჭრო პროგრამის ხელმძღვანელმა დევიდ ბეზლიმ განაცხადა.

ბეზლის თქმით, სამხედრო კონფლიქტების გამო ბოლო ოთხ წელიწადში იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც შიმშილობს 135 მილიონს აჭარბებს. ხოლო პანდემიის გამო ეს ციფრი გაიზრდება ორჯერ და 270 მილიონს მიაღწევს. მსგავსი რამ კი ბოლო 75 წელია დედამიწაზე არ დაფიქსირებულა.

გაეროს წარმომადგენელი გვაფრთხილებს, რომ 2021 წელი შესაძლოა, აღმოჩნდეს კატასტროფული. მის დაძლევას კი ხელს უშლის სახსრების უკმარისობა, ვინაიდან ისინი უკვე დაიხარჯა პანდემიასთან ბრძოლაში. მანამდე ბიზლიმ განაცხადა, რომ პანდემიამ შესაძლოა, გამოიწვიოს „ბიბლიური მასშტაბების“ შიმშილი.

კოკა კვირკველია