Apple პრობლემის შემთხვევაში iPhone 11-ის ეკრანებს უფასოდ შეაკეთებს

კომპანია Apple უფასოდ შეაკეთებს iPhone 11-ს, რომლებსაც შესაძლოა, ეკრანზე შეხების დროს მუშაობასთან დაკავშირებით პრობლემები შეექმნას. როგორც კორპორაციის განცხადებაში წერია, ხარვეზები შესაძლოა, დაფიქსირდეს მცირე რაოდენობით სმარტფონში, რომლებიც გამოცემულია 2019 წლის ნოემბრიდან 2020 წლის მაისამდე.

საგარანტიო შეკეთება მოქმედებს მოდელზე iPhone 11, რომლებიც ნაყიდია მათი საცალო ვაჭრობის დაწყებიდან ორი წლის განმავლობაში. Apple გვაფრთხილებს, რომ თუ სმარტფონს ეკრანი დაებზარა, უმჯობესია ის პირველ რიგში შეაკეთოთ, ვინაიდან დამატებითი შეკეთების ღირებულება შესაძლოა, ძვირი ღირდეს. იმისათვის, რომ შეამოწმოთ, არის თუ არა თქვენი სმარტფონი შეკეთების პროგრამაში მოხვედრილი, შეგიძლიათ შეამოწმოთ კომპანიის საიტზე თქვენი სმარტფონი სერიული ნორმის საშუალებით.

კოკა კვირკველია