IPSOS ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხული საზოგადოების 4%-ის ინფორმაციის ძირითადი წყარო „პალიტრანიუსია“

IPSOS ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხული საზოგადოების 4% “პალიტრანიუსს” უყურებს.

კითხვაზე, რომელი არხია თქვენთვის ინფორმაციისა და პოლიტიკური კონტინეტის ძირითადი წყარო? - გამოკითხული მოსახლეობის ხმები ასე გადანაწილდა:

26,5% -„იმედი“;

25,9% - „მთავარი არხი“;

14.1% - „რუსთავი 2“;

11,6% - „ტვ პირველი“;

8,3%- „ფორმულა“;

4.3% - „პირველი არხი“;

4% - „პალიტრანიუსი“;

2,3% - რეგიონული არხები;

1,2% - „კავკასია“;

1,8% - სხვა.

„IPSOS გლობალის” მიერ, 26 ნოემბრიდან 5 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, შემთხვევითობის პრინციპით შერჩეული, არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე რესპონდენტი გამოიკითხა, პირდაპირი ინტერვიუს მეთოდით. მონაცემების ცდომილების ზღვარი პლუს-მინუს 3%-ია.

IPSOS-ის კვლევის შედეგები „მთავარმა არხმა“ გამოაქვეყნა.