2020 წლის 1 აგვისტოდან 6 დეკემბრამდე პერიოდში 10 332 ტონა ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 5.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ხურმისა და კარალიოკის ექსპორტის მოცულობა 38%-ით, ხოლო ექსპორტის ღირებულება 41%-ით აღემატება 2019 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებლებს.
„მიმდინარე წელს წარმოებული ხურმისა და კარალიოკის ექსპორტი ძირითადად განხორციელდა რუსეთის ფედერაციაში (4 510 ტონა), უკრაინასა (3 121 ტონა) და სომხეთში (2 556 ტონა). აღნიშნული ქვეყნების გარდა, ექსპორტი განხორციელდა აგრეთვე ბელორუსში, ყატარში, მოლდოვაში, ჰონკონგში, ყაზახეთსა და უნგრეთში“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.