სენაკში პურის საცხობში აფეთქება მოხდა

სენაკში, რუსთაველის ქუჩაზე მდებარე პურის საცხობში აფეთქება მოხდა. არსებული ინფორმაციით, აფეთქება გაზის გაჟონვამ გამოიწვია. შემთხვევის შედეგად ერთი პირი დაშავდა. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ მას დახმარება ადგილზე გაუწია. დაშავებულმა კლინიკაში გადაყვანაზე უარი განაცხადა.

ჩამსხვრეულია შენობის მინები. ადგილზე მობილიზებულია სახანძრო- სამაშველო სამსახურის ბრიგადები და პოლიციის ეკიპაჟები.