6 დეკემბრის მდგომარეობით, მანდარინის ექსპორტის ღირებულებამ 4.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან იუწყებიან, მანდარინის მოსავლის აღება აქტიურ ფაზაშია. მოსავლის აღება-დაბინავების ორგანიზებულად განხორციელების მიზნით, აჭარაში, ქ. ქობულეთში ფუნქციონირებს შესაბამისი შტაბი.
„არასტანდარტული მანდარინის ჩაბარება, გადამუშავება, ნაკადების კონტროლი და აღრიცხვა ელექტრონული პროგრამის მეშვეობით ხდება. სტანდარტულ მანდარინს 30-მდე საწარმო იბარებს. არასტანდარტულ მანდარინს ფერმერები ქობულეთის საკონსერვო ქარხანაში აბარებენ. მოსვლის ჩაბარების პარალელურად, ხორციელდება მანდარინის ექსპორტი. 6 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოდან, მიმდინარე წელს წარმოებული 9 476 ტონა მანდარინის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 4.6 მლნ აშშ დოლარი შეადგინა“,-აცხადებენ უწყებაში.