2021 წელს „ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს“ საიუბილეო სესია საქართველოში გაიმართება

საქათველოში ზეთისხილის პლანტაციების გაშენება აქტიურად 2009 წელს დაიწყო, უკვე რამდენიმე წელია წარმოებაც მიმდინარეობს.

ერთ-ერთი პირველი კი, ვინც საქართველოში ზეთისხილის კულტურა შემოიტანა, განავითარა, პოპულარიზაცია გაუწია და საქართველო დააფიქსირა ზეთისხილის მწარმოებელ ქვეყანათა რუკაზე, ბიზნესმენი გირგი სვანიძეა. დღეს გიორგი სვანიძე ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტია.

„ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, აბდელატიფ გედირამ საბჭოს პრეზიდენტს, გიორგი სვანიძეს გაწეული საქმიანობისთვის, საბჭოს განვითარებისა და უფრო ძლიერ ორგანიზაციად ჩამოყალიბებისთვის მადლობა გადაუხადა.

გედირამ ასევე აღნიშნა, რომ გიორგი სვანიძის დახმარებით, გასულ წელს საბჭო ღირსეულად გაუმკლავდა COVID19 ინფექციასთან დაკავშირებულ ყველა გამოწვევას. სწორედ ამიტომ „ზეთისხილის სართაშორისო საბჭოს 60-წლიანი ისტორიის მანძლზე, წელს პირველად მიიღეს უპრეცენდენტო გადაწყვეტილება - გიორგი სვანიძე ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს პრეზიდენტად მეორე ვადით იქნა არჩეული.

მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ 2021 წელს „ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს„ მე-60-ე საიუბილეო სესია საქართველოში გაიმართება.