საბერძნეთში კორონავირუსის გამო დახურული სკოლებისა და რესტორნების გახსნა 7 იანვრამდე გადაიდო

საბერძნეთში კორონავირუსის გამო დახურული სკოლები, რესტორნები და სასამართლოები 7 იანვრამდე არ გაიხსნება, - The Guardian-ის ინფორმაციით, ამის შესახებ საბერძნეთის მთავრობის პრესსპიკერმა სტელიოს პეტსასმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელთან დაკავშირებით მცირე პროგრესი შეიმჩნევა, რის გამოც 14 დეკემბრამდე დაწესებული ზოგიერთი შეზღუდვა, მათ შორის ე.წ. ღამის კომენდანტის საათი, მომავალ თვემდე არ მოიხსნება.

შეგახსენებთ, კორონავირუსის შემთხვევების მნიშვნელოვანი მატების გამო საბერძნეთმა ე.წ. საყოველთაო „ლოქდაუნი“ ნოემბერში დააწესა და მას შემდეგ ორჯერ გაახანგრძლივა.