1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2910 ლარი გახდა.
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2910 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.3115 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0205 ლარი შეადგინა.
რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.9847 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 4.0304 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0457 შეადგინა.