კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო დანიაში ახალი რეგულაციები დაწესდება

კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო დანიაში ახალი რეგულაციები დაწესდება.

Reuters-ის ინფორმაციით, დანიის მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის 98-დან 38 მუნიციპალიტეტში, სადაც ვირუსის შემთხვევები განსაკუთრებით გაიზარდა, კინოთეატრები, მუზეუმები, რესტორნები და კეფეები დაიხურება.

გამოცემის ცნობით, შეზღუდვები ძალაში 9 დეკემბრიდან შევა და 3 იანვრამდე გაგრძელდება.

ბოლო 24 საათის განმავლობაში დანიაში კორონავირუსის 2 046 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 92 600-მდე გაიზარდა. ამასთან, ვირუსით ქვეყანაში კიდევ 9 ადამიანი დაიღუპა და მსხვერპლის რიცხვმა 894-ს მიაღწია.