ევროკავშირის საბჭომ დამატებითი ღირებულების გადასახადის საერთო სისტემის (დღგ) შესახებ დოკუმენტში ცვლილებები დაამტკიცა, რომელიც წევრ სახელმწიფოებს საშუალება აძლევს, კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინები და ვირუსის ტესტირებისთვის საჭირო ნაკრებები დამატებითი ღირებულების გადასახადისგან დროებით გაათავისუფლონ ან დღგ შეამცირონ, - ამის შესახებ ინფორმაცია ევროკავშირის ვებგვერდზეა განთავსებული.
„დღეს მიღებული გადაწყვეტილებები ეხება მხოლოდ კოვიდ-19-ის ვაქცინებს, რომლებიც ავტორიზებულია კომისიის ან წევრი ქვეყნების მიერ და კოვიდ-19-ის ტესტირებისთვის განკუთვნილ ნაკრებებს, რომლებიც ევროკავშირის მოქმედ კანონმდებლობას შეესაბამება“, - აცხადებენ ორგანიზაციაში.
მათივე ინფორმაციით, აღნიშნული ზომა 2022 წლის 31 დეკემბრამდე დარჩება ძალაში.