ერთ თვეში საქართველოს სავალუტო რეზერვები 27,2 მლნ დოლარით შემცირდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 30 ნოემბრისთვის მთლიანი რეზერვების მოცულობა 3,751 მლრდ დოლარს შეადგენს, მაშინ როცა 31 ოქტომბრის მდგომარეობით 3,776 მლრდ დოლარი იყო.
ამავე სტატისტიკის მიხედვით, უცხოური ვალუტის რეზერვებმა 30 ნოემბრისთვის 3,553 მლრდ დოლარი შეადგინა (31 ოქტომბერს - 3,581 მლრდ დოლარი). 200 მლნ დოლარის შეადგენს SDR-ს (სესხების სპეციალური უფლებები).
საერთაშორისო რეზერვებმა ზრდა მარტიდან დაიწყო, 31 მარტის მდგომარეობით რეზერების მოცულობა შეადგენდა 3,399 მლრდ დოლარს:
- აპრილში - 3,476 მლრდ-ს
- მაისში - 3,593 მლრდ-ს
- ივნისში - 3,616 მლრდ-ს
- ივლისში - 3,840 მლრდ-ს
- აგვისტოში - 3,931 მლრდ-ს
- სექტემბერში - 3,764 მლრდ-ს
- ოქტომბერში - 3,776 მლრდ-ს
- ნოემბერში - 3,751 მლრდ-ს