რუსეთმა შესაძლოა, ვაშლის, მსხლის, კომშისა და ქლიავის იმპორტზე გადასახადი გაზარდოს.
როგორც East fruit წერს, რუსეთის ფედერაციამ ხილის და კენკრის 2023 წლამდე განვითარების გეგმა დაჩქარებული წესით ახლახან დაამტკიცა. გამოცემის ცნობით, შემუშავებული დოკუმენტი შიდა წარმოების განვითრებისთვის ხელშემწყობი პირობების შექმნას ითვალისწინებს.
როგორ დოკუმენტშია აღნიშნული, ეს ნიშნავს, რომ 2021 წელს ვაშლის, მსხლის, კომშის და, შესაძლოა, ქლიავის მწარმოებელ ქვეყნებს რუსეთში იმპორტზე უფრო მაღალი საბაჟო გადასახადების გადახდა მოუწიოთ.
ეს მაშინ, როდესაც, საქართველოსთვის ვაშლის ექსპორტში უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი სწორედ რუსეთია. კერძოდ, 2020 წლის 1-ლი აგვისტოდან 6 დეკემბრამდე პერიოდში ქვეყნიდან 6 207 ტონა (2.7 მლნ აშშ დოლარი) ვაშლის ექსპორტი განხორციელდა, საიდანაც 5 945 ტონა სწორედ რუსეთის ფედერაციაში გავიდა.
რაც შეეხება სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებს, 2020 წლის 10 თვეში (იანვარი-ოქტომბერი) 6,604 ტონა (3,0 მლნ დოლარი) ვაშლის ექპორტი განხორციელდა.
ტოპ-5 ქვეყანა, სადაც საქართველომ ყველაზე მეტი პროდუქტი გაიტანა, ასე გამოიყურება:
რუსეთის მიერ იმპორტის გადასახადის შესაძლო ზრდა არ შეეხებათ ევრაზიული კავშირის ქვეყნებს და მათ, ვისაც რუსეთთან დსთ-ს ფარგლებში ვაჭრობის სპეციალური ხელშეკრულება აქვთ გაფორმებული. საქართველო კი არც დსთ-ს და არც ევრაზიული კავშირის წევრი არ არის, შესაბამისად, ქვეყანას უკვე დღეიდან მოუწევს ზრუნვა, რომ საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება მოახდინოს.