5 რამ, რაც დაგარწმუნებთ, რომ საქმიან დღიურს ცხოვრების გაუმჯობესება შეუძლია

წარმატებულ ადამიანებს ხშირად ეკითხებიან: „რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო?“ „გაგვიზიარეთ თქვენი წარმატების ფორმულა“... ამაზე ერთი პასუხი არ არსებობს.

არა მხოლოდ იმიტომ, რომ ყველა ადამიანი წარმატებას განსხვავებული გზით აღწევს, არამედ იმიტომაც, რომ წარმატების საფუძველი ერთი რამ არასოდესაა. ჩვეულებრივ, ეს არის აზროვნებისა და მოქმედებების უწყვეტი ჯაჭვი, რაც მდგრად განვითარებას განაპირობებს.

წარმატების უწყვეტი ჯაჭვი დისციპლინას, ყველაფერის დაგეგმვასა და მის ხშირ კონტროლს გულისხმობს. შეიძლება ეს თავიდან მოსაწყენად ჟღერდეს, თუმცა ნამდვილად ეფექტურია. დაგეგმვის უნარი როდია თანდაყოლილი და მისი განვითარება ნამდვილად შესაძლებელია.

tako-vardisper-1607413177.jpg

როგორ განვივითაროთ დაგეგმვის უნარი?

საქმიანი ადამიანების მთავარი პრობლემა საკმარისი დროის უქონლობაა. დილიდან დაღამებამდეც რომ მუშაობდეთ, ღამეებსაც ათენებდეთ, შედეგს ვერ მიაღწევთ, თუკი დროს სწორად არ გადაანაწილებთ. დროის ეფექტურად გამოყენებისთვის ერთ-ერთი საშუალება ყველაფრის დაგეგმვაა. როგორც კი სწორად დაგეგმვის უნარს გამოიმუშავებთ, თქვენი ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად გაუმჯობესდება.

დროის სწორად გადანაწილებასა და პრიორიტეტების დალაგებაში ერთ-ერთი საუკეთესო დამხმარე საქმიანი დღიურია. მასში ჩაიწერთ მნიშვნელოვან კონტაქტებს, იხელმძღვანელებთ კალენდრით, რომელიც ყველა გვერდს ერთვის თან, ჩაინიშნავთ ყველა საქმეს, რისი გაკეთებაც დროის მცირე ან დიდ მონაკვეთში გსურთ.

kopa-nacrisperi-dgiuri-1607413199.jpg

როგორ გვეხმარება საქმიანი დღიური ცხოვრების გაუმჯობესებაში?

1. დროის სწორ გადანაწილებას ვსწავლობთ - საქმიანი დღიურის ყველა გვერდზე საათებია გამოყოფილი, რაც საშუალებას გვაძლევს საათობრივად დავგეგმოთ საქმეები. შედეგად, ბევრად უფრო ორგანიზებული და პუნქტუალური ვხდებით;

2. ვეჩვევით შესასრულებელი საქმეების ჩანიშვნას - ხელით წერის დროს უკეთ ვაზროვნებთ. შესასრულებელი საქმეების ჩანიშვნის დროს ჩვენი გონება უკვე იმაზე ფიქრს იწყებს, როგორ და როდის უნდა შეასრულოს იგი. შედეგად უფრო პროდუქტიული და შრომისმოყვარე ვხდებით, ვიდრე მანამდე ვიყავით;

3. აღარაფერი გვავიწყდება - თუნდაც მეხსიერების პრობლემებს არ ვუჩიოდეთ, დღის განრიგის შედგენა სრულად გვიცავს მნიშვნელოვანი საქმეების დავიწყებისგან. თანაც მიჩნეულია, რომ ხელით წერისას გონება უკეთ იმახსოვრებს ყველაფერს და უფრო მობილიზებული ხდება;

4. შრომის შედეგი თვალსაჩინოა - მეცნიერულად დადასტურებულია, რომ ადამიანის განწყობა დაგეგმილი საქმეების შესრულებაზეა ხოლმე დამოკიდებული. ამიტომ, გვირჩევენ, რომ საქმიან დღიურში მოკლევადიანი მიზნები თუ გეგმები ჩამოვწეროთ. მათი შესრულების შემდეგ თვითშეფასება ამაღლდება და მოტივაციაც გაგვეზრდება;

5. მუშაობის პარალელურად განტვირთვასაც ვახერხებთ - დროის სწორად გადანაწილების შემდეგ დღის განმავლობაში 2-3 წუთი მაინც უნდა დავუთმოთ განტვირთვას, რათა გონება დავასვენოთ, სხეული მოვადუნოთ და ძალები აღვიდგინოთ. საქმიანი დღიური ამაშიც დაგეხმარებათ, რადგან მის სამუშაო გვერდებს შორის განსატვირთი (ანტისტრესი) გვერდებიც არის დაბეჭდილი.

სწორედ ასეთ საქმიან დღიურს გვთავაზობს პროექტი „ლურ­ჯი ოკე­ა­ნე“. შეგიძლიათ სასურველი ფერის ყდა აირჩიოთ და ახალი წელი ახალი გეგმებით დაიწყოთ.

საქმიანი დღიური ვარდისფერი

საქმიანი დღიური ნარინჯისფერი

საქმიანი დღიური ნაცრისფერი

კორ­პო­რა­ტი­უ­ლი შე­თა­ვა­ზე­ბი­სათ­ვის, და­უ­კავ­შირ­დით გა­მომ­ცემ­ლო­ბა "პა­ლიტ­რა L-ს" ნო­მერ­ზე - (+995) 032 2383871 ან (+995) 595999972 ან მის­წე­რეთ მე­ილ­ზე: book@palitra.ge