იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამა გრძელდება

სახელმწიფოს მხრიდან იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამა საქართველოს მოქალაქეებისთვის პირველი ივლისიდანაა ხელმისაწვდომი.

პროგრამის დასრულებამდე დარჩენილია ერთი თვე. პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსებით უკვე გაცემულია 6 000-ზე მეტი სესხი, რომელთა ჯამური მოცულობა 614 500 000 ლარზე მეტია.

სუბსიდირების პროგრამას, საქართველოში არსებულ კომერციულ ბანკებთან ერთად, ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტო „აწარმოე საქართველოში“.

რას გთავაზობს იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამა?

პროგრამის ფარგლებში, სახელმწიფო იპოთეკური სესხის საპროცენტო განაკვეთს 4%-მდე ასუბსიდირებს. სუბსიდია შეეხება იპოთეკური სესხის ყველა იმ ხელშეკრულებას, რომელიც დაიდება 2020 წლის ბოლომდე და გაგრძელდება 5 წლის ვადით. იპოთეკური სესხის მაქსიმალური ოდენობა არის 200 000 ლარი. სესხის მიზნობრიობა კი, აუცილებლად უნდა იყოს დეველოპერული კომპანიის პირველადი საცხოვრებელი უძრავი ქონების შეძენა.

60a6ced7c40440d0a90fa21ec98ad7b21295811-1607416956.png

როგორ პასუხობს ბიზნესი ამ ინციატივას?

„თანამედროვე სამყაროში, როცა დრო ძალიან აჩქარებულია მნიშვნელოვანია პროცესების ოპტიმიზაცია და შეძლებისდაგვარად მათი ციფრულ სამყაროში გადატანა. სწორედ ეს იყოს ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოტივაცია AREA.GE-ს შექმნისას. ჩვენ შევძელით შეგვეცვალა მომხმარებლის ქცევა და უძრავი ქონების ძიების პროცესი ციფრული მოწყობილობების ეკრანებთან გადმოგვეტანა. პანდემიის პერიოდში, კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა ციფრული პროცესების განვითარება. სწორედ ამიტომ, სახელმწიფოს მხრიდან ინიცირებული იპოთეკური სესხის სუბსიდირების პროგრამის პოპულარიცაზიისთვის შევქმენით პლატფორმა SUBSIDIREBA.GE, რომელიც აერთიანებს ამ თემასთან დაკავშირებულ ყველა საჭირო ინფორმაციას ერთ სივრცეში, რაც ცხადია მომხმარებლებლისთვის ძალიან დიდი კომფორტია. კერძოდ კი ამარტივებს და რაც მთავარია ასწრაფებს უძრავი ქონების ძიებისა და იპოთეკური სესხის აღების გრძელ პროცესს“ - აცხადებს AREA.GE-ს ბიზნეს განვითარების ხელმძღვანელი სალომე ტყეშელაშვილი.

სად უნდა იპოვო ბინა, რომელიც აკმაყოფილებს სუბსიდირებისთვის საჭირო პირობებს?

AREA.GE-ზე წარმოდგენილია ყველაზე მეტი დეველოპერული კომპანიის გვერდი, შესაბამისი პროექტებით, ბინებითა და განსაკუთრებული შეთავაზებებით. მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, ერთ სივრცეში დაათვალიეროს ყველა დეველოპერის ის განცხადებები, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ სუბსიდირების პირობებს.

როგორ უნდა მოითხოვო სუბსიდირებული იპოთეკური სესხი?

AREA.GE-სა და საქართველოს ბანკის პარტნიორობის ფარგლებში პლატფორმებიდან AREA.GE და SUBSIDIREBA.GE მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს დისტანციურად გააგზავნოს იპოთეკური სესხის მოთხოვნა. მოთხოვნის გაგზავნის შემდეგ 1 სამუშაო დღის ვადაში „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელი დაუკავშირდება მათ და დაასრულებს იპოთეკური სესხის აღების პროცედურას.

(R)