მებაჟე ოფიცრებმა არადეკლარირებული საქონელი გამოავლინეს. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „წითელი ხიდი“ სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა, კერძოდ, რისკის შეფასებისა და მონაცემთა ანალიზის საფუძველზე, მებაჟე ოფიცრების მიერ, ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილ ტვირთს კონტროლის წითელი დერეფანი განესაზღვრა.
მათივე ცნობით, აღნიშნული ტვირთის კამერალური და ფიზიკური დათვალიერების შედეგად, 8 640 ლარის ღირებულების არადეკლარირებული საქონელის (საერთო წონით 615 კილოგრამი) შემოტანის ფაქტი გამოვლინდა.
როგორც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში აცხადებენ, საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეს, სანქციის სახით, ფულადი ჯარიმა 8 640 ლარი შეეფარდა.