მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 68 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულების საერთო რაოდენობამ 68 მილიონს გადააჭარბა, - შესაბამის მონაცემებს worldometers აქვეყნებს. მონაცემების თანახმად, მსოფლიოში პანდემიის დაწყების დროიდან კოვიდ 19-ით ინფიცირების 68 000 862 შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 47 086 637 ადამიანი, 1 551 760 პაციენტი კი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის მსოფლიოში 19 362 465 აქტიური შემთხვევა ფიქსირდება. კორონავირუსით დაინფიცირებულების რაოდენობით აშშ ლიდერობს, მეორე ადგილს ინდოეთი იკავებს, მესამეს - ბრაზილია, მეოთხეს - რუსეთი, მეხუთეზე კი - საფრანგეთია.