2030 წლისთვის იაპონიის ხელისუფლების პროგრამის ფარგლებში, რომელიც ნახშიროჟანგის გამონაბოლქვის შემცირებას ითვალისწინებს, ქვეყნის ხელისუფლება აპირებს ენერგეტიკაში გაზარდოს წყალბადის გამოყენების წილი და ის წლიურ 10 მილიონ ტონამდე მიიყვანოს. ამის შესახებ გამოცემა Nikkei წერს.
გამოცემის მონაცემებით, ეს მოცულობა საკმარისი იქნება ენერგეტიკის წარმოებისთვის, რომლის სიმძლავრე 30 ატომური რეაქტორის ექვივალენტი იქნება. ამასთან, 2017 წელს ქვეყნის ხელისუფლება უფრო მოკრძალებულ გეგმებს ისახავდა და წლიურად მხოლოდ 300 ათასი ტონა წყალბადის გამოყენებას აპირებდა ენერგეტიკაში. იაპონია წყალბადს განიხილავს როგორც უფრო საიმედო ენერგიის წყაროს, ვიდრე განახლებადს, ისეთის როგორიცაა მზისა და ქარის ენერგიები.
იმისათვის, რომ გეგმის რეალიზება დათქმულ ვადებში მოხდეს, იაპონიის ხელისუფლება აპირებს სუბსიდიების გამოყოფას 2 ტრილიონი იენის (19,2 მლრდ დოლარი) ოდენობით და აამოქმედოს საგადასახადო შეღავათები ამ ინდუსტრიისთვის.
გარდა ამისა, იაპონია აპირებს წყალბადის როლის გაზრდას ენერგეტიკაში, ის მის გამოყენებას აპირებს ასევე სატრანსპორტო მიმარულებაშიც, მათ შორის საქალაქო ავტბუსების ამ ტიპის საწვავზე მუშაობის კუთხით. მისი გამოყენება დაგეგმილია საზღვაო გადაზიდვებშიც.
როგორც ცნობილია, იაპონია გეგმავს 2050 წლისთვის ქვეყანაში სათბური აირების გაფრქვევა დაიყვანოს ნულამდე და ამაში მას ხელი უნდა შეუწყოს მათ შორის მწვანე ენერგეტიკის განვითარებამ.