საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულების აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აუქციონში მონაწილეობა რვა კომერციულმა ბანკმა მიიღო.
"2020 წლის 8 დეკემბერს, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე 50 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა.
აუქციონში მონაწილეობა მიიღო რვა კომერციულმა ბანკმა. მოთხოვნამ შეადგინა 117 577 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 8.090 პროცენტით, მაქსიმალური 8.140 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 8.119 პროცენტით განისაზღვრა",-აღნიშნულია სებ-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.