აზერბაიჯანში კარანტინის რეჟიმი 31 იანვრამდე ხანგრძლივდება

აზერბაიჯანში კორონავირუსის გამო დაწესებული კარანტინის რეჟიმი 31 იანვრამდე გახანგრძლივდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეზღუდვების ფარგლებში აღნიშნულ პერიოდამდე არ იმუშავებს ბაქოს მეტრო და ყოველ შაბათ-კვირას შეწყდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა.

ამასთან, 2020 წლის 14 დეკემბრიდან 2021 წლის 18 იანვრამდე შეწყდება ქალაქებში : ბაქოში, სუმგაიტში, განჯაში, მინგაჩევირსა და შირვანში, ასევე რაიონებში : აბშერონში, ლანკარანში, მასალიში, ჯალილაბადში, შეკიში, ზაქათალაში, გუბაში, ხაჩმაზში, იევლახში, ბარდაში, ბილასუვარსა და ისმაილიში შესვლა და აღნიშნული ქალაქებისა და რეგიონების დატოვება. შეზღუდვა არ შეეხებათ საოპერაციო და სპეციალური დანიშნულების ავტომობილებს, სატვირთოების და აზერბაიჯანის ეროვნული განაღმვის სააგენტოს ავტომობილებს.

ამასთან, კარანტინის ფარგლებში, აზერბაიჯანში პირბადეების ტარება სავალდებულოა როგორც ღია, ასევე დახურულ სივრცეებში.