Nokia ევროპაში 6G ქსელის პროექტს ჩაუდგება სათავეში

ფინური სატელეკომუნიკაციო კომპანია Nokia განაახლებს ევროპულ პროექტს Hexa-X, რომელიც მიმართულია მეექვსე თაობის (6G) მობილური ქსელის სისტემის შესაქმნელად ევროპის კონტინენტზე. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.

პროექტი მოიცავს "6G ქსელის შექმნის, მოხმარების სცენარებს და ფუნდამენტური ტექნოლოგიის შექმნას“ ამ ქსელისთვის. მანამდე კი პროექტმა ევროკომისიის მხრიდან ფინანსური მხარდაჭერა მოიპოვა.

„Nokia ელოდება, რომ 6G-ის კომერციული ჩაშვება მოხდება 2030 წლისთვის, ქსელების თაობის ცვლილების ციკლის გათვალისწინებით“, - აცხადებენ კომპანიაში.

ამ მომენტისთვის Nokia აქტიურად არის დაკავებული 5G ქსელის დანერგვით. 2018 წლის სექტემბერში მობილურმა ოპერატორმა Telia, Nokia-სთან ერთად 5G ქსელი აამოქმედა ფინეთის ქალაქებში - ჰელსინკიში, ვანტაასა და ოულუში. 2019 წლის დასაწყისში დაიწყო ქსელის კომერციული ექსპლუატაცია უკვე 42 ქალაქში, სადაც ქვეყნის მოსახლეობის 25% ცხოვრობს.

2020 წლის ნოემბერში კი Nokia-მ განაცხადა, რომ მან შეძლო ყველაზე მაღალი სიჩქარის მიღწევა 5G კომერციულ ქსელში ფინეთში, პირველად მოხდა, რომ სიჩქარემ მიაღწია 8 გბ-ს წამში, ისე რომ, ერთდროულად ჩართული იყო ორი სმარტფონი, რომლებიც მუშაობს მილიმეტრულ ტალღებზე 5G mmWave.

კოკა კვირკველია