ვაძლიერებთ სასტუმროების თემას, შეიძლება უკვე თამამად ითქვას, რომ ეს არის კლინიკური სასტუმროები, სადაც ხდება მიწოდება, როგორც თერაპიული სერვისის, ასევე ჟანგბადის კონცენტრატორებია მიტანილი, - ამის შესახებ ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, დავით გადელიამ, პრემიერ-მინისტრსა და კლინიკების ხელმძღვანელებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ჟანგბადის მიწოდებისა და ადგილების საკითხს.
„როგორც ყოველთვის, ესეც იყო ყოველკვირეული, ტრადიციული შეხვედრა, სადაც პრემიერ-მინისტრთან განვიხილავთ ჩვენს გამოწვევებს, მათ შორის ჟანგბადის მიწოდების, ადგილების საკითხებს, რაც ძალიან აქტუალურია ყველასთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ უფრო ვაძლიერებთ სასტუმროების თემას, შეიძლება უკვე თამამად ითქვას, რომ ეს არის კლინიკური სასტუმროები, სადაც ხდება მიწოდება, როგორც თერაპიული სერვისის, ასევე ჟანგბადის კონცენტრატორებია მიტანილი“, - აღნიშნა დავით გადელიამ.
აღნიშნულ კომენტარს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.