რამდენად  შეუძლია ბიზნესს ფინანსები სახლიდან ეფექტურად მართოს? – 3 ბიზნეს ინტერნეტბანკის ფუნქციონალი, რაც ამაში დაგეხმარებათ

ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ჩვენი ცხოვრება სულ უფრო მარტივდება.

მაგალითად, თუ კომპიუტერული პროგრამების შექმნამდე ფინანსებს ფურცლებზე ვითვლიდით და მეტ „ადამიანურ შეცდომას“ ვუშვებდით, დღეს, შესაბამისი პროგრამა ყველაფერს 100%-იანი სიზუსტით, ცდომილების გარეშე დაითვლის.

ასევე, თუ 10-15 წლის წინ ბიზნესის ფინანსური პროცესების მართვა დიდ ადამიანურ რესურსთან იყო დაკავშირებული, დღეს ყველაფერი კიდევ უფრო გამარტივდა და თანამშრომლებისთვის ხელფასებისა და ბონუსების გაწერა, ბიზნესის ფინანსური ანალიზის ნახვა, ხელმოწერის გაკეთება და სხვა უმნიშვნელოვანესი ოპერაციებიც კი ერთი ადამიანის მიერ მხოლოდ და მხოლოდ ინტერნეტბანკის მეშვეობით არის შესაძლებელი. უფრო კონკრეტულად კი „საქართველოს ბანკის“ ბიზნეს ინტერნეტბანკით, რომელიც ყველა პირობას აკმაყოფილებს იმისთვის, რომ კომპანიის დირექტორმა თავად აკონტროლოს ფინანსური პროცესები ან მანვე განახორციელოს ფინანსური ტრანზაქციები.

ამისათვის ბიზნეს ინტერნეტბანკს 3 უმნიშვნელოვანესი ფუნქცია გააჩნია:

ანგარიშის გახსნა ონლაინ

ამ შესაძლებლობის მეშვეობით, ანგარიშის გახსნა პირდაპირ ბიზნეს ინტერნეტბანკიდან, ონლაინ არის შესაძლებელი. ოპერაციას კიდევ უფრო ამარტივებს ის, რომ ამისათვის დამატებითი დოკუმენტების ატვირთვა არ დაგჭირდებათ.

ანგარიშთან ერთად, ბიზნესი ისარგებლებს სრული ბიზნეს პაკეტით - ბიზნეს ინტერნეტბანკით, ბიზნეს ბარათით და შეტყობინების სერვისით.

ანგარიშის რეგისტრაციისთვის საჭიროა; beonline.ge-ზე დირექტორის ავტორიზაცია, კომპანიის შესახებ რამოდენიმე ველის შევსება და დადასტურება.

მათთვის კი ვისაც საჯარო რეესტრში კომპანიის რეგისტრაციისას „საქართველოს ბანკი“ აქვს მონიშნული, ბიზნესპაკეტი 6 თვის განმავლობაში უფასოდ იქნება ხელმისაწვდომი.

ეს პროცესი ანგარიშის მართვას კიდევ უფრო ამარტივებს, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა კომპანიის თანამშრომელთა ნაწილი და საჯარო სექტორი დისტანციურად მუშაობს ან კომპანია სრულად აღნიშნულ რეჟიმზეა გადასული.

სახელფასო მოდული

მიუხედავად გამარტივებული საბანკო ოპერაციებისა, ხელფასთან დაკავშირებული საკითხები ბიზნესისთვის მაინც დიდ გამოწვევად რჩებოდა, რადგან დროის დიდ რესურსს მოითხოვდა. დღეს კი 7 უმნიშვნელოვანესი ოპერაციის შესრულება მოკლე დროში შეგიძლიათ.

„საქართველოს ბანკის“ ბიზნეს ინტერნეტბანკის სახელფასო მოდული შემდეგ 7 შესაძლებლობას გაძლევთ:

· თანამშრომლების დამატება სიაში ინდივიდუალურად ან ჯგუფურად;

· ხელფასების მოცულობისა და ჩარიცხვის პერიოდულობის კონტროლი;

· სახელფასო ბარათების შეკვეთა თანამშრომლებისთვის ისე, რომ ფილიალში მისვლა აღარ დაგჭირდეთ;

· დასაქმებულების რაოდენობისა და სახელფასო ბიუჯეტის აღრიცხვა;

· სახელფასო გადარიცხვის შექმნისთანავე, ბიზნეს ინტერნეტბანკი იქვე გთავაზობთ ავტომატურად დათვლილი საშემოსავლო გადასახადის დაფარვასაც და ამისთვის დამატებითი დავალების შექმნა არ არის საჭირო;

· და პირველად საბანკო სივრცეში, შესაძლებელია ხელფასები მარტივად ჩაურიცხოთ სხვა ბანკის მომხმარებლებსაც;

· ავტომატური ოპერაციები გეხმარებათ წინასწარ განსაზღვროთ შესასრულებელი გადარიცხვები და დაზოგოთ დრო.

ბიზნესის ფინანსური მენეჯერი

იმისთვის, რომ ვირტუალურ სივრცეში მარტივად ნახოთ თქვენი ბიზნესის ფინანსური ანალიზი, ხარჯები, პროგნოზები და თქვენსავე ბიზნესზე მორგებული რჩევები, ბიზნეს ინტერნეტბანკი ბიზნესის ფინანსური მენეჯერის ფუნქციონალსაც გთავაზობთ.

თუ ბიზნეს ინტერნეტბანკით ჯერ კიდევ არ სარგებლობთ, უნდა იცოდეთ, რომ გარდა ჩამოთვლილი შესაძლებლობებისა, მას კომპანიის მართვისთვის სხვა აუცილებელი ფუნქციებიც აქვს:

· ანგარიშების მართვა - შეგიძლიათ იხილოთ: მიმდინარე ანგარიში, ხელმისაწვდომი თანხა, დეპოზიტები, ინფორმაცია მიმდინარე ფინანსური ვალდებულების შესახებ. აგრეთვე, შეგიძლიათ მართო ბარათები;

· თანამშრომლებისათვის უფლებების გაწერა - ძალიან მარტიად შეგიძლიათ თანამშრომლებისთვის ინტერნეტბანკის უფლებების გაწერა;

· გადარიცხვები - მარტივად შეგიძლიათ შეასრულოთ სავალუტო გადარიცხვები როგორც ლარში - საქართველოს მასშტაბით, ასევე უცხოურ ვალუტაში - საკუთარ ანგარიშებზე და ასევე სხვა „საქართველოს ბანკის“ ანგარიშზე; შეგიძლიათ განახორციელოთ გადარიცხვა ხაზინაში; მუდამ იცით სად არის თანხა

· გადახდის პროდუქტები - ბიზნეს ინტერნეტბანკიდან შეგიძლიათ შეუკვეთოთ აპლიკაცია ტერმინალი და პოსტერმინალი;

· კონვერტაცია - შეგიძლიათ ისარგებლოთ შეღავათიანი კურსით და დაზოგოთ თანხა. შეგიძლიათ, იხილოთ მიმდინარე ვალუტის კურსები;

· საბანკო სერვისების ინტეგრაცია - შეგიძლიათ მოითხოვოთ და გაიაქტიუროთ ბიზნეს ინტერნეტბანკის API სერვისები თქვენს საბუღალტრო, ფინანსურ და სხვა პროგრამებში;

· პარამეტრების მართვა - შეგიძლიათ მოირგოთ სხვადასხვა პარამეტრი როგორიცაა: პირადი მონაცემების ცვლილება; ავტორიზაციის პროცესის შეცვლა/დაყენება - Face ID-ის დაყენება; დიზაინის ცვლილება - მუქი დიზაინიდან ღია დიზაინზე გადასვლა;

· სანდოდ დაცული სისტემა - მოქმედებს ერთიანი ავტორიზაციის სისტემა და სარგებლობ 3D უსაფრთხოებით.

ბიზნეს ინტერნეტბანკი როგორც დირექტორს, ისე ფინანსურ, მარკეტინგის და გაყიდვების მენეჯერებს დროისა და ადამიანური რესურსის დაზოგვისა და ოპერაციების 100%-იანი სიზუსტით, სწრაფად და მარტივად შესრულების საშუალებას აძლევს. ის, რის დათვლასაც და რა პროცედურების გავლასაც ადამიანები დღეებს ვანდომებთ, ბიზნეს ინტერნეტბანკი რამდენიმე წუთში გაგვიკეთებს.