ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით 38 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც სიჭინავამ აღნიშნა, სულ კორონავირუსით ქვეყანაში 1 614 პირია გარდაცვლილი.
„უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 38 ახალი შემთხვევა. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 1 614 გარდაცვალების შემთხვევა“, - განაცხადა სიჭინავამ.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენილია ვირუსით ინფიცირების 4 734 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ხოლო გამოჯანმრთელდა 3 895 პირი.