რომელ სამინისტროებს ეზრდებათ სახელფასო ფონდი - 2021 წლის ბიუჯეტის პროექტი

2021 წელს მთავრობა სახელფასო ფონდს 60 მლნ ლარით ზრდის, ამასთან იზრდება საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა რიცხოვნობა.

უფრო კონკრეტულად, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, გაისად მომუშავეთა რიცხოვნობა იქნება 112 570 (2020 წელს იყო 112 214), სახელფასო ფონდი კი 1,556 მლრდ ლარიდან 1,614 მლრდ ლარამდე იზრდება.

ქვეყნის მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, მომუშავეთა რიცხოვნობა მცირდება ინფრასტრუქტურის სამინისტროში, თუმცა სახელფასო ფონდი იგივე რჩება; იუსტიციის სამინისტროში კი თანამშრომელთა რიცხვი მცირდება, სახელფასო ფონდი კი იზრდება. თითქმის 6 მლნ ლარით იზრდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელფასო ფონდი, თუმცა უწყებაში მომავალ წელს ისევ იმდენი ადამიანი იმუშავებს, რამდენიც წელს მუშაობს.

ბიუჯეტის განახლებული პროექტის მიხედვით, სამინისტროების სახელფასო ფონდი და დასაქმებულთა რაოდენობა ასე გადანაწილდა:

  • მთავრობის ადმინისტრაცია - შრომის ანაზღაურება - 7,2 მლნ ლარი, (2020 წელს 7,2 მლნ ლარი) დასაქმებულები - 227 (2020 წელი - 227)
  • ფინანსთა სამინისტრო - შრომის ანაზღაურება - 46,605 მლნ ლარი (2020 წელს - 45,990 მლნ ლარი) დასაქმებულები - 337 (2020 წელს - 337)
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო - შრომის ანაზღაურება - 12,315 მლნ ლარი (2020 წელი - 14,625 მლნ ლარი) დასაქმებულები - 540 (2020 წელი - 740)
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო - შრომის ანაზღაურება - 8,980 მლნ ლარი (2020 წელს - 8,980 მლნ ლარი) დასაქმებულები - 324 (2020 წელს - 339)
  • იუსტიციის სამინისტრო - შრომის ანაზღაურება - 79,984 მლნ ლარი (2020 წელი - 79,519 მლნ ლარი) დასაქმებულები - 5 069 (2020 წელი - 5 075)
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო - სახელფასო ფონდი - 41,099 მლნ ლარი (2020 წელი - 34,174 მლნ ლარი) დასაქმებულები - 2 887 (2020 წელი - 2 439)
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო - სახელფასო ფონდი - 9,415 მლნ ლარი (2020 წელი - 9,415 მლნ ლარი) დასაქმებულები - 784 (2020 წელი - 784)
  • თავდაცვის სამინისტრო - სახელფასო ფონდი - 408,122 მლნ ლარი (2020 წელი 395,389 მლნ ლარი) დასაქმებულები - 40 646 (2020 წელი 40 646)
  • შინაგან საქმეთა სამინისტრო - სახელფასო ფონდი - 525,2 მლნ ლარი (2020 წელი - 498 მლნ ლარი) დასაქმებულები - 30 500 (2020 წელი - 34 418)
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო - სახელფასო ფონდი - 48,240 მლნ ლარი (2020 წელი - 42,383 მლნ ლარი) დასაქმებულები - 3 539 (2020 წელი 3 539)
  • განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო - სახელფასო ფონდი - შრომის ანაზღაურება - 86,283 მლნ ლარი (2020 წელი - 84,758 მლნ ლარი) დასაქმებულები - 8 369 (2020 წელი - 8 369)

ცნობისათვის, ბიუჯეტის მესამედ გადამუშავებული პროექტის მიხედვით, 2021 წელს მთავრობა 18,384 მლრდ ლარის დახარჯვას გეგმავს, ეს კი მიმდინარე წელთან შედარებით 2.4 მლრდ ლარით მეტია. 2020 წლის ბიუჯეტის გეგმის მიხედვით, ხარჯები 15,923 მლრდ ლარს შეადგენს.