9 დეკემბერს მცხეთაში „ბიბლუსის“ ახალი, რიგით 65-ე ფილიალი გაიხსნა.
წიგნის მაღაზიათა ქსელი ინტენსიურად მუშაობს ქსელის გაფართოებაზე, რომ ახალი ფილიალებით მთელი საქართველო მოიცვას. მცხეთაში მდებარე ახალი ფილიალის მისამართია, სამხედროს ქ.15 და სამუშაო დრო 10:00-19:00 სთ. ახალი ფილიალი მომხმარებელს სთავაზობს მრავალფეროვან წიგნებს, საკანცელარიო ნივთებს, ხელსაქმის მასალებსა და სხვა ხარისხიან პროდუქციას. მაღაზია ჩვეულებრივ რეჟიმში, შეზღუდვების გარეშე იმუშავებს.
„ბიბლუსში“ განმარტავენ, რომ მათი მთავარი მიზანი, ტრადიციულად, საქართველოს მასშტაბით წიგნზე ხელმისაწვდომობის ზრდაა. სწორედ ამ პრინციპით შეირჩა ახალი მაღაზიის მდებარეობა, რაშიც დიდი როლი მომხმარებლის სურვილმა და მოთხოვნამ შეასრულა.
„ბიბლუსი“ მკითხველის გამორჩეულად საყვარელი წიგნის მაღაზიაა, რომელიც მათ სთავაზობს ქართველი ავტორების და ნათარგმნ მხატვრულ, საბავშვო და სამეცნიერო, უცხოენოვან და პროფესიულ ლიტერატურას. პარალელურად კი კომპანია არის არაერთი პრემიუმ ბრენდის წარმომადგენელი საქართველოში და მათ პროდუქციას ექსკლუზიურად სთავაზობს მომხმარებელს. საკანცელარიო ნივთები, ხელსაქმის მასალები, სუვენირები და კიდევ სხვა მრავალფეროვანი პროდუქცია წარმოდგენილია როგორც ახალ ფილიალში, ასევე მთელ ქსელში.
„ბიბლუსი“ საქართველოში წიგნის მაღაზიათა ყველაზე დიდი ქსელია და მისი ისტორია 2008 წელს დაიწყო. ქსელის პირველი, პატარა მაღაზია იოსებიძის ქუჩაზე გაიხსნა და ის, უკვე 12 წლია, ყოველდღიურად უამრავ ერთგულ მკითხველს მასპინძლობს.