ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით, 2020 წლის ნოემბერში საქართველოში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,67 ათასი ტონა, რაც 0,01 ათასი ტონით ანუ 0,6%-ით მეტია ოქტომბრის თვის მაჩვენებელთან (1,66 ათასი ტონა) შედარებით და 0,25 ათასი ტონით ანუ 13%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (1,92 ათასი ტონა) შედარებით.
"მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 17,12 ათასი ტონა, რაც 1,22 ათასი ტონით ანუ 6,7%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (18,34 ათასი ტონა) შედარებით. იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში საცხებ-საპოხი მასალების იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა თურქეთიდან - 5,25 ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის 30,7%-ს შეადგენს. შემდეგ მოდიან: რუსეთი - 2,73 ათასი ტონა (15,9%); გერმანია - 1,54 ათასი ტონა (9,0%); ირანი - 1,20 ათასი ტონა (7%); და სხვ. 2020 წლის ნოემბრის თვეში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 3,6 ათასი ტონა, რაც 0,8 ათასი ტონით ანუ 18,2%-ით ნაკლებია ოქტომბრის თვის მაჩვენებელთან (4,4 ათასი ტონა) და 5,6 ათასი ტონით ანუ 60,9%-ით - გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (9,2 ათასი ტონა) შედარებით.
მიმდინარე წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 51,2 ათასი ტონა, რაც 41,0 ათასი ტონით ანუ 44,5%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (92,2 ათასი ტონა) შედარებით. მ/წლის იანვარ-ნოემბრის თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტის 78,7% (40,3 ათასი ტონა) განხორციელდა თურქმენეთიდან, 16,8% (8,6 ათასი ტონა) - თურქეთიდან, 4,3% (2,2 ათასი ტონა) - რუმინეთიდან და სხვა",-აღნიშნულია ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.