მაია ბითაძე - პანდემიის მიუხედავად, უპრეცედენტოდ დიდია თბილისის 2021 წლის ბიუჯეტი, რომლის მესამედი სოციალურ და ჯანდაცვის მიმართულებას მოხმარდება

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პანდემიის მიუხედავად, კვლავ უპრეცედენტოდ დიდია თბილისის 2021 წლის ბიუჯეტის ახალი პროექტი, რომლის მესამედი სოციალურ და ჯანდაცვის მიმართულებას მოხმარდება. ეს ნამდვილად ძალიან დროული და ძალიან მნიშვნელოვანია იმ სოციალური გამოწვევიდან გამომდინარე, რომელიც რჩება ჩვენს დედაქალაქში, - ამის შესახებ ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატმა მაია ბითაძემ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ბითაძე აღნიშნავს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის ახალი რეკრეაციული სივრცეების და ახალი სატრანსპორტო კვანძების მშენებლობის საკითხი, კვლავ აქტუალურია თბილისისთვის.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად პანდემიისა, კვლავ უპრეცედენტოდ დიდია თბილისის 2021 წლის ბიუჯეტის ახალი პროექტი, რომლის მესამედი სოციალურ და ჯანდაცვის მიმართულებას მოხმარდება, რაც ნამდვილად ძალიან დროული და ძალიან მნიშვნელოვანია იმ სოციალური გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელიც რჩება ჩვენს დედაქალაქში. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, მათ შორის ახალი რეკრეაციული სივრცეების და ახალი სატრანსპორტო კვანძების მშენებლობის საკითხი, კვლავ აქტუალურია თბილისისთვის. ეს არის სწორედ ის მიმართულებები, რაც კახი კალაძის საარჩევნო დაპირება იყო და " ქართული ოცნების" საარჩევნო დაპირება იყო, რომ ამ ქალაქში ცხოვრების ხარისხი უნდა გაუმჯობესდეს, ახალი რეკრეაციული სივრცეების მოწესრიგებისა და სატრანსპორტო - საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების გზით.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კვლავ დიდი ოდენობით თანხა დაიხარჯება ძველი თბილისის რეაბილიტაციისთვის, რაც პანდემიის დასრულების შემდგომ თბილისის ტურისტულ მიმზიდველობას კვლავაც გაზრდის. აქვე, მადლობა მინდა გადავუხადო თბილისის მერს და იმ გუნდს, რომელსაც თბილისის მერიაში ვტოვებ იმ საშუალებისთვის, რაც მე მომეცა სამი წლის განმავლობაში, რომ მემუშავა ასეთ ძლიერ გუნდთან ერთად, რომელიც თბილისზე ძალიან ზრუნავს და ისეთი სტრატეგიული მიმართულებები დანერგა თბილისში, რომელიც ამ ქალაქში ცხოვრების ხარისხს ნამდვილად გააუმჯობესებს, რაც უკვე სახეზეა. მადლობა თითოეულ ადამიანს თბილისის მერიაში. მოხარული ვარ, რომ მუშაობას გავაგრძელებ ისეთ ძლიერ გუნდთან, როგორიც არის "ქართული ოცნება" და ის საპარლამენტო საქმიანობა, რომელიც მომდევნო 4 წლის განმავლობაში განხორციელდება საქართველოს პარლამენტში, მიმართული იქნება საქართველოს მთავარი მიზნის განხორციელებისთვის, რასაც ევროპულ ოჯახში სამართლებრივ ინტეგრაციის საფუძვლების შექმნა ჰქვია”, - განაცხადა მაია ბითაძემ.