სვანეთში ადგილობრივ მოსახლეობას მაინერების დაყენებამ და ამით ბიტკოინების გამომუშავებამ პრობლემები შეუქმნა - ხშირია ძაბვის ვარდნისა და მოულოდნელი აწევის შემთხვევები, ზოგჯერ კი ადგილობრივი მოსახლეობა საერთოდ ელექტროენერგიის გარეშე რჩება.
„ენერგო-პრო ჯორიჯიას“ ტექნიკური სამსახური ყოველ ჯერზე მიდის ადგილზე და მუშაობს აღდგენაზე, თუმცა ელექტორო გადამცემი ხაზები ჭარბ მოხმარებას ვერ უძლებს და ისევ წყდება ელქტროენერგიის მიწოდება.
მოსახლეობამ დახმარებას მთავრობას სთხოვს, ხელისუფლება პრობლემის მოგვარებას კი მხოლოდ გამრიცხველიანებაში და დამწვარი ელექტროენერგიის საფასურის გადახდაში ხედავს. მოსახლეობა ამის წინააღმდეგია, რადგან ფიქრობენ, რომ ეს კუთხე ადგილობრივებისგან სწორედ უფასო ელექტროენერგიის გამო არ დაიცალა და თუ ხელისუფლება ფულის გადახდას მოითხოვს, ამას, უბრალოდ, ვერ შეძლებენ, რაც მთის დაცარიელების შეუქცევად პროცესს გამოიწვევს.