“ქართული ოცნების“ აღმსარულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განმარტებით, კანონში შევა ცვლილებები, რომლის საფუძველზეც პარტიას, რომელიც პარლამენტში წარმოდგენილი არ იქნება, საბიუჯეტო დაფინანსება შეუწყდება.
მისივე თქმით, “ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის ოპოზიციონერი წევრებისათვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე გუშინ გაკეთებული განცხადების საპირისპირო გადაწყვეტილება მიიღო.
„დღეს შევცვალეთ პოზიცია. გუშინ ვამბობდით, რომ დეპუტატებს უფლებამოსილებას არ შევუწყვეტდით, მაგრამ დღეს როცა საერთო სურათს გადავხედეთ და ვნახეთ, რა განზრახვები ამოძრავებს ოპოზიციას, განსხვავებული გადაწყვეტილება მივიღეთ - თუ პოლიტიკური პარტია იმ სცენარს მიჰყვება, რასაც დესტაბილიზაციის სცენარი ჰქვია, მათ უფლებამოსილება რაც შეიძლება მალე უნდა შევუწყვიტოთ, მათივე განცხადების საფუძველზე. წარმოადგენენ განცხადებას და მათ პარლამენტი კონსტიტუციისა და რეგლამენტის შესაბამისად უფლებამოსილებას შეუწყვეტს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.