1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2812 ლარი გახდა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.2812 ლარი გახდა.

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარის ღირებულებამ 3.2812 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2700 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0112 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.9781 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 3.9639 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0142 შეადგინა.