კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში კვიპროსში მოლები და რესტორნები წლის ბოლომდე დაიხურება. ამის შესახებ ინფორმაციას The Guardian-ი ავრცელებს.
„არ არსებობს კარგი შეზღუდვები, ისინი უბრალოდ საჭიროა, თუმცა, ძირითადად, უსიამოვნო, მაგრამ ადამიანების სიცოცხლე უნდა დავიცვათ. ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა“, - განაცხადა კვიპროსის ჯანდაცვის მინისტრმა.
ახალი ზომები ძალაში პარასკევიდან, 11 დეკემბრიდან შევა.
ბოლო მონაცემებით, კვიპროსში კორონავირუსის 13 286 შემთხვევაა დადასტურებული, ვირუსით დღემდე 68 ადამიანი დაიღუპა.