„ბლუმბერგის“ ინფორმაცით, NASDAQ-ის ბირჟაზე წყლით ვაჭრობა დაიწყო. როგორც სააგენტო წერს, წყლის ფიუჩერსების დახმარებით ამერიკელი ფერმერები, ჰეჯ-ფონდები და მუნიციპალიტეტები დაიზღვევენ თავს წყალზე ფასის გაძვირებისგან მისი დეფიციტის გამო.
ბირჟაზე კონტრაქტებით ვაჭრობა კალიფორნიაში ამ შემოდგომაზე გაჩენილი ტყის ხანძრების შემდეგ გადაწყვიტეს. წყლის ფიუჩერსები მიბმულია ინდექსზე NASDAQ California Water Index, რომელიც ჩაეშვა არსებული რესურსის საშუალო შეწონილი ფასის განსასაზღვრად. ახლა ის შეადგენს 500 დოლარს ერთ არკ-ფუტზე (1 233 კუბური მეტრი).
ამერიკელი ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ტყის ხანძრები, გვალვა და კლიმატის ცვლილება წყლის ფასის დადგენის პრობლემას მნიშვნელოვან თემად აქცევენ უახლოეს წლებში და მიაპყრობენ ყურადღებას მათი დეფიციტისკენ. მათი გათვლებით, წყლის უკმარისობის წინაშე უკვე დადგა 2 მილიარდი ადამიანი, ხოლო ოთხ წელიწადში რესურსის დეფიციტს პლანეტის მოსახლეობის ორი მესამედი შეიგრძნობს.