გაერო 2020 წელს მსოფლიო ვაჭრობის 5,6%-იან ვარდნას პროგნოზირებს

კორონავირუსის პანდემიის გამო მიმდინარე წელს გლობალური ვაჭრობა 5,6%-ით შემცირდება, ხოლო ვაჭრობით მომსახურების მოცულობა 15,4%-ით. აღნიშნულის შესახებ პროგნოზირებს გაერო, რომელმაც ანგარიში ჟენევაში მიმდინარე ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციაზე - United Nations Conference on Trade and Development გაავრცელა.

„UNCTD-ის პროგნოზით, მსოფლიო ვაჭრობის მოცულობა 2020 წელს 5,6%-ით შემცირდება 2019 წელთან შედარებით. ეს იქნება ყველაზე დიდი შემცირება 2009 წლის შემდეგ, როცა კლებამ შეადგინა 22%“ - აცხადებენ ექსპერტები, რომლებიც აქვე დასძენენ, რომ ეს მეტად ოპტიმისტური პროგნოზია, ვიდრე რამდენიმე კვირის წინ ჰქონდათ, როცა 9%-იან ვარდნას პროგნოზირებდნენ.

როგორც პროგნოზის ავტორები აცხადებენ, UNCTD-ის ანგარიშში ასევე წერია, რომ 2020 წლისთვის ვაჭრობის მომსახურების მოცულობა შემცირდება 15,4%-ით, რაც ყველაზე დიდი ვარდნაა ამ სექტორში, მას შემდეგ რაც ორგანიზაციამ დაიწყო მისი აღრიცხვა, 1990 წლიდან. ცნობისთვის, 2009 წელს გლობალური ფინანსური კრიზისის დროს ამ სექტორში ვარდნა 9,5% იყო.

კოკა კვირკველია