ევროკომისიამ უკრაინას 600 მილიონი ევრო გამოუყო

ევროკომისიამ უკრაინას 600 მილიონი ევრო მაკროფინანსური მხარდაჭერის სახით გამოუყო, რომელიც პანდემიის შედეგად დაზარალებული სექტორების აღდგენისკენ არის მიმართული. ამის შესახებ ევროკომისიის პრეს-სამსახური წერს.

„ევროკომისიამ უკრაინას 600 მილიონი ევრო გამოუყო, მაკროფინანსური დახმარების სახით. უკრაინა გახდა მეშვიდე ქვეყანა, რომელმაც ფინანსური დახმარება 3-მილიარდიანი პაკეტიდან მიიღო. აღნიშნული დახმარება გამოყოფილია ევროკავშირის წევრი 10 სახელმწიფოსთვის და მიმართულია ამ ქვეყნებში კორონავირუსის მიერ მიყენებული ეკონომიკური ზარალის აღმოფხვრისკენ“ - წერია დოკუმენტში.

როგორც ევროკომისია განმარტავს, აღნიშნული ტრანში მიმართული იქნება კონკრეტულად უკრაინის მაკროფინანსური სექტორის დახმარებისკენ.

კოკა კვირკველია