პიროტექნიკის იმპორტი შემცირდა - ქვეყნები, საიდანაც საქართველო პროდუქტს ყიდულობს

საქართველოში ფეიერვერკების, სასიგნალო შუშხუნების, წვიმის რაკეტებისა და სხვა პიროტექნიკური ნაწარმის იმპორტი 11,8%-ით შემცირდა. კერძოდ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლის 10 თვეში (იანვარი-სექტემბერი) ქვეყანაში სულ 848.52 ტონა (3,122 მლნ აშშ დოლარის) პიროტექნიკა შემოვიდა, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდში კი - 962.23 ტონა (4,166 მლნ აშშ დოლარის).

რაც შეეხება ტოპ-5 ქვეყანას, საიდანაც მიმდინარე წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველომ პიროტექნიკა შეიძინა, ასე გამოიყურება:

  • ჩინეთი - 423.6 ტონა (1,378 მლნ აშშ დოლარი)
  • პოლონეთი - 290.33 ტონა (954.5 ათასი აშშ დოლარი)
  • ბულგარეთი - 123.05 ტონა (731.37 ათასი აშშ დოლარი)
  • ჰონ-კონგი -10.14 ტონა (33.97 ათასი აშშ დოლარი)
  • გერმანია - 1.35 ტონა (17.37 ათასი აშშ დოლარი)
ნინი ქეთელაური