ტოკიო 2030 წლიდან ბენზინისა და დიზელისძრავიანი ავტომობილების გაყიდვებს აკრძალავს

ტოკიოს ხელისუფლება 2030 წლისთვის ქალაქში იმ ახალი ავტომობილების გაყიდვების აკრძალვას გეგმავს, რომელიც მხოლოდ ბენზინსა და დიზელზე მუშაობს. როგორც გაზეთი Nikkei წერს, აღნიშნული მიზანი, ქალაქის მმართველთა საბჭოზე, გუბერნატორმა იურიკო კოინკომ დაისახა.

წარდგენილი წინადადების თანახმად, 2030 წლისთვის გასაყიდად გამოტანილი უნდა იყოს მხოლოდ ელექტრო ან ელექტროფიცირებული ჰიბრიდი. ამასთან, ხელისუფლებას სურს შეიმუშავოს სპეციალური წამახალისებელი პროგრამა, რომლის მიხედვითაც, ამ ტიპის ავტომობილების შეძენა სახელმწიფოს მხრიდან დასუფსიდირდება.

აღნიშნული მიზნის განხორციელების შემთხვევაში, ტოკიო წინ გაუსწრებს ქვეყნის მიერ გაცხადებულ გეგმას, რომლის თანახმადაც, 30-იანი წლების მეორე ნახევრიდან ქვეყანაში მხოლოდ შიგაწვისძრავიანი ავტომობილები გაიყიდება.

ამასთან, როგორც Nikkei წერს, ტოკიოს პოლიტიკამ შესაძლოა, პრობლემა შეუქმნას კომპაქტური ავტომობილების მწარმოებლებს, რომლებსაც არ განუხორციელებიათ ინვესტიციები ელექტროძრავების ტექნოლოგიებში. ასე მაგალითად, Daihatsu Motor, რომელიც იაპონიის ავტობაზრის მეოთხედს მოიცავს, მხოლოდ ბენზინისძრავიან ავტომობილებს უშვებს.

ამ დროისთვის, იაპონიის ბაზარზე ხელმისაწვდომია რამდენიმე ჰიბრიდული მოდელი, ისინი წარმოდგენილია პრაქტიკულად ყველა ავტოკომპანიის სამოდელო ხაზში, ხოლო ელექტრომობილები ფართო მოხმარებისთვის შეზღუდულად იწარმოება.

კოკა კვირკველია