"ასზე მეტი შენობა-ნაგებობა გვაქვს დაპროექტებული ნიუ იორკში" - ქართველი წყვილის დიდი შრომით მოპოვებული, ამერიკული წარმატება

გზა თბი­ლი­სის მე­რი­ი­დან ნიუ-იორ­კამ­დე რთუ­ლი და ერთი შე­ხედ­ვით, შე­უძ­ლე­ბე­ლიც კი ჩან­და. იყო დაბ­რკო­ლე­ბე­ბი, მუხლჩა­უხ­რე­ლი შრო­მა, ბევ­რჯერ და­ცე­მაც და ოც­ნე­ბის ას­რუ­ლე­ბა­მაც არ და­ა­ყოვ­ნა. ანა ქურ­ცი­კი­ძი­სა და ვანო ზა­ქა­ი­ძის წყვილ­მა ნიუ-იორკში სა­ხე­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რო­ბით გა­ით­ქვა.

- რა­ტომ წახ­ვე­დით ამე­რი­კა­ში, თქვენ ხომ სა­ქარ­თვე­ლო­შიც წარ­მა­ტე­ბუ­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბი იყა­ვით?

- ჩვენ ვმუ­შა­ობ­დით თბი­ლი­სის მე­რი­ა­ში. წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი ვი­ყა­ვით-მეთ­ქი, ვერ ვი­ტყვი, ბევ­რად მეტ წარ­მა­ტე­ბას მი­ვაღ­წი­ეთ ამე­რი­კა­ში. თბი­ლის­ში მუ­შა­ო­ბის დროს ჯერ კი­დევ პა­ტა­რა, გა­მო­უც­დე­ლი, 23 წლის გოგო ვი­ყა­ვი და პირ­ველ ნა­ბი­ჯებს ვდგამ­დი ჩემს პრო­ფე­სი­ა­ში. მახ­სოვს, რო­დე­საც სხდო­მებ­ზე შევ­დი­ო­დი, ყვე­ლა არა­სე­რი­ო­ზუ­ლად მი­ღებ­და, სა­ნამ ჩემს ნაშ­რო­მებს ნა­ხავ­დნენ. სა­ქარ­თვე­ლო­ში ქალ­მა არ­ქი­ტექ­ტორ­მა თავი და­იმ­კვიდ­რო, ცოტა რთუ­ლია. ყო­ველ­თვის ვფიქ­რობ­დი, და­გიმ­ტკი­ცებთ, რომ ქა­ლებ­საც შეგ­ვიძ­ლია-მეთ­ქი...

- რა­ტომ ამე­რი­კა? ეს თქვენ­თვის ერ­თგვა­რი გა­მოწ­ვე­ვა იყო?

- ჩვენ, მთე­ლი ოჯა­ხი, მწვა­ნე ბა­რა­თით წა­ვე­დით, მარ­თლაც ბე­დის სა­ძი­ებ­ლად. ვი­ფიქ­რეთ, თუ ვერ ავე­წყო­ბო­დით, უკან დავ­ბრუნ­დე­ბო­დით. რა თქმა უნდა, სურ­ვი­ლი გვქონ­და, ჩვე­ნი პრო­ფე­სი­ით გვე­მუ­შა­ვა, მაგ­რამ ამა­ზე ფიქ­რი მი­უწ­ვდო­მე­ლი გვე­გო­ნა. არ გავ­ჩე­რე­ბულ­ვართ და არც ბედს დავ­ლო­დე­ბი­ვართ, პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან და­ვი­წყეთ მუხლჩა­უხ­რე­ლი შრო­მა. მე მჯე­რა, რომ თუ თავ­და­უ­ზო­გა­ვად იმუ­შა­ვებ, შე­დე­გიც არ და­ა­ყოვ­ნებს.

- დღეს ნიუ-იორკში წარ­მა­ტე­ბუ­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რე­ბი ხართ. რო­გორ და­იმ­კვიდ­რეთ უცხო ქვე­ყა­ნა­ში ად­გი­ლი?

- რთუ­ლი იყო, მაგ­რამ არ ვნებ­დე­ბო­დით და არც ახლა ვნებ­დე­ბით, წინ კი­დევ ბევ­რი რამ გვაქვს გა­სავ­ლე­ლი. ერთხანს ოფის­ში ვცხოვ­რობ­დით, შინ მხო­ლოდ სა­მო­სის გა­მო­საც­ვლე­ლად და მო­სა­წეს­რი­გებ­ლად თუ მოვ­დი­ო­დით. და­უ­ღა­ლა­ვად ვიშ­რო­მეთ. გაგ­ვი­მარ­თლა, რომ ერთი პრო­ფე­სია გვაქვს. რო­დე­საც პირ­ვე­ლად ჩა­მო­ვე­დით, 200 "სივი" გავ­გზავ­ნე სხვა­დას­ხვა კომ­პა­ნი­ა­ში და აქე­დან მხო­ლოდ ათი და­მი­კავ­შირ­და. ბო­ლოს ჩემი მე­უღ­ლის რე­კო­მენ­და­ცი­ით და­ვი­წყე მუ­შა­ო­ბა.

- დი­ზა­ი­ნე­რე­ბიც ხართ...

- დიახ, ეს უფრო ჰო­ბია. მე ვხა­ტავ, ჩემი მე­უღ­ლე ქმნის. ძი­რი­თა­დად სა­ა­თებს, ჩან­თებს, სამ­კა­უ­ლებს ვა­კე­თებთ. ძა­ლი­ან გვიყ­ვარს ეს საქ­მეც. წაიკითხეთ სრულად