„ეს ჩვენნაირი მცირე ბაზრის მქონე ქვეყნისთვის ძალიან დიდი წარმატებაა“ – ამერიკულმა  MOTOROLA SOLUTIONS-მა ქართული „კომუნიკომი“ დააჯილდოვა

ამერიკულმა კომპანია Motorola Solutions-მა ქართული შპს „კომუნიკომი“ 2020 წლის მსოფლიოს 5 გამორჩეულ პარტნიორს შორის გამოარჩია და სპეციალური ჯილდო გადასცა.

აღნიშნული ღონისძიება ონლაინფორმატში გაიმართა, ხოლო სპეციალური ჯილდო გამარჯვებულს ფოსტით გამოეგზავნა.

„კომუნიკომის“ დირექტორის, ნოდარ მოდებაძის თქმით, ეს ჩვენი ქვეყნის ძალიან დიდი წარმატებაა.

„შპს კომუნიკომი საქართველოში 2015 წლიდან ოპერირებს და დღემდე საკმაოდ ბევრი და საინტერესო პროექტი განახორციელა. რაც შეეხება ამერიკულ გიგანტს – Motorola Solutions, ის დღეის მდგომარეობით მსოფლიო ბაზრის 70%-ს ფლობს და საკუთარ პროდუქციის რეალიზებას 100-ზე მეტ ქვეყანაში ახორციელებს. ძალიან სასიხარულოა ჩვენთვის, რომ ამ ვითარებაში ჩვენნაირი პატარა ბაზრის მქონე ქვეყანა სხვა პარტნიორებს შორის მოწინავე პოზიციაზე აღმოჩნდა და სპეციალური ჯილდოც დავიმსახურეთ. ვფიქრობ, ეს მხოლოდ კომპანიის კი არა, საქართველოს წარმატებაცაა“ – აღნიშნა ნოდარ მოდებაძემ.

შეგახსენებთ, ამერიკული გიგანტი რადიოკავშირგაბმულობის სფეროში Motorola Solutions-ი, დღეის მდგომარეობით, მსოფლიო ბაზრის 70% ფლობს და თავისი პროდუქციის რეალიზაციას პარტნიორების მეშვეობით 100-ზე მეტ ქვეყანაში ახდენს. რაც შეეხება „კომუნიკომს“, ის საქართველოში 2015 წელს დაფუძნდა.